თბილისში, საბჭოს მოედანზე ქალს ავტომობილი დაეჯახა. დაშავებილი თავის ტრავმებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ქალბატონის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
კომენტარები