აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადის პრემიერ-მინისტრთან უკიდურესად პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
„ახლახან კანადის პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნის ვესაუბრე. ეს იყო უკიდურესად პროდუქტიული საუბარი, ბევრ რამეზე ვთანხმდებით და კანადის მომავალი არჩევნების შემდეგ დაუყოვნებლივ შევხვდებით, რათა ვიმუშაოთ პოლიტიკის, ბიზნესისა და ყველა სხვა ფაქტორის ელემენტებზე, რაც საბოლოოდ შესანიშნავი იქნება როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ასევე კანადისთვის“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კომენტარები