ინდონეზიაში, ზღვის სანაპიროზე ნიანგი დამსვენებელს თავს დაესხა და გაიტაცა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად, 51 წლის მამაკაცი დაიღუპა. რეპტილია მას ცურვის დროს დაესხა თავს.
ადგილობრივების განცხადებით, ნიანგი შენიშნეს და მამაკაცის დახმარება სცადეს, თუმცა ვერ მოახერხეს, რადგან დამსვენებელს ნიანგი ძალიან სწრაფად დაესხა თავს.
მაშველების დრონმა კაციჭამია ნიანგის ადგილსამყოფელს სანაპიროდან მოშორებით, ზღვაში მიაკვლია. კადრებში ჩანს, ნიანგი, რომელიც მამაკაცის სხეულს მიათრევს.
კომენტარები