პარლამენტის პლენარულ სხომაზე „ფარას“ კანონის ანალოგი მესამე მოსმენით დაამტკიცეს. კანონის დამტკიცებას ხმა 86-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი არავინ წასულა.
ცვლილებებით, კანონის აღსრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი ანტიკორუფციული ბიურო იქნება, რომელმაც 6 თვეში ერთხელ ანგარიში პარლამენტს უნდა წარუდგინოს.
კანონპროექტის მიხედვით, ანტიკორუფციულ ბიუროში დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება უცხოური დაფინანსების მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ექნებათ.
მმართველი გუნდის შეფასებით, „ფარა“ გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და გარე გავლენების პრევენციისთვის საუკეთესო მექანიზმია. პარლამენტმა „ფარას” ზუსტ ასლზე მეორე სასესიო მოსმენით 18 მარტს იმსჯელა.
კომენტარები