გუშინ სრულიად განულებული ოპოზიცია და მათი განულებული, ვითომ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ვნახეთ რა მოვისმინეთ? – ვერაფერი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
კირცხალიას თქმით, საზოგადოებამ ოპოზიციისგან მოისმინა, რომ გეგმა არ აქვთ.
„მოვისმინეთ უგეგმობა, უნიათობა. რა ვნახეთ? – ვნახეთ ის, რომ არანაირი ცალკე ჯგუფები და სხვა სალომე ზურაბიშვილი არ არსებობს, თუ არა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ვითომ დამოუკიდებელი სალომე ზურაბიშვილი ვნახეთ, მის უკან სააკაშვილის ბანერებით. გუშინდელი დღე ლუსტრაცია იყო, რადგან რაშიც „ნაცმოძრაობას“ ვამხელდით, გუშინ კიდევ ერთხელ თვალსაჩინო გახდა“, – განაცხადა კირცხალიამ.
კომენტარები