რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ფინეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის მზადაა, – განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
როგორც პესკოვმა აღნიშნა, რუსეთი მზადაა აღადგინოს ურთიერთობა მათთან, ვისაც ეს სურს. კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, რუსეთს ფინეთთან და შვედეთთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია, თუმცა ისინი ახლა თავიანთ ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურას ათავსებენ.
პესკოვი ფინეთის პრეზიდენტის ალექსანდრე სტუბის განცხადებას გამოეხმაურება, რომლის თანახმადაც, ფინეთი რუსეთთან ურთიერთობის აღსადგენად უნდა მოემზადოს.
კომენტარები