ჩინეთის ანტიმონოპოლიური მარეგულირებელი ორგანოები იძიებენ აშშ-ის კონსორციუმის გარიგებას პანამის არხის ზონაში მდებარე ორ პორტთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
გარიგება, რომელსაც მსოფლიოს უმსხვილესი აქტივების მმართველი კომპანია BlackRock-ი უძღვის, რომლის მართვაშიც 11.6 ტრილიონი დოლარის ოდენობის აქტივებია, მარტის დასაწყისში გამოცხადდა.
BlackRock-ი დათანხმდა ხელმძღვანელობა გაეწია ჯგუფისთვის, რომელიც შეიძენდა ჰონგ-კონგური ფირმა CK Hutchison-ის საკონტროლო პაკეტს მსოფლიოს 43 სხვა პორტში, რომელიც მოიცავს 199 ნავმისადგომს 23 ქვეყანაში.
თუმცა, ჩინეთის ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო ამ გარიგებასთან დაკავშირებით „კანონის შესაბამისად, ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის დასაცავად და საზოგადოებრივი ინტერესების უზრუნველსაყოფად“.
ამ განცხადების შემდეგ, CK Hutchison-მა გადაწყვიტა, რომ „მომავალ კვირას პანამის ორ პორტთან დაკავშირებით ოფიციალური ხელმოწერა არ შედგება“.