3 მაისიდან, 19-ვე იუსტიციის სახლში მოქალაქეებს ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება შეეძლებათ. აქამდე ამ ცნობას მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები გასცემდა.
ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას, იუსტიციის სახლსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შორის დღეს მოეწერა ხელი.
ნასამართლობის ცნობის მისაღებად მომხმარებელმა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს. ცნობა განაცხადის შევსებიდან 5 სამუშაო დღეში უფასოდ გაიცემა.
კომენტარები