“საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, სტუდენტებისთვის რკინიგზით მგზავრობის წესები გამარტივდა. ძველი წესით, პირადობის მოწმობაზე დატანილი უნდა ყოფილიყო წარწერა “სტუდენტი”, ახალი წესით, წარწერა აუცილებლობას აღარ წარმოადგენს.
სტუდენტური შეღავათი, 50-პროცენტიანი ფასდაკლება, ვრცელდება მხოლოდ მაგისტრალური მიმოსვლის ყველა ელექტრომატარებლის მეორე კლასის და სამგზავრო მატარებლების კუპირებულ ვაგონებზე.
სტუდენტური შეღავათით სარგებლობენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც ირიცხებიან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში.
კომენტარები