წუხელ, გვიან ღამით წყნეთის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირება ტრანსგენდერი ქალებისა და მათი მეზობლის დაკავებით დასრულდა.
“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ხმაურის მიზეზი ტრანსგენდერებსა და მათ მეგობარს შორის ურთიერთობის გარჩევას მოჰყვა. მოგვიანებით დაპირისპირებაში მეზობლებიც ჩაერთვნენ. ტრანსგენდერები სამართალდამცავებს უმოქმედებაში ადანაშაულებდნენ და აცხადებენ, რომ მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
“მქონდა ურთიერთობა, დავშორდი, იყო აგრესიული და ეჭვიანობის მიზნით ამოვარდა სახლში და იქ მოხდა ჩხუბი. მერე გამოვიძახე პატრული. მერე უნდოდა ჩანთის აღება და პატრულმა დააკავა არაფრის გამო”, – განაცხადა ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა.
სახალხო დამცველის აპარატმა ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.
უშუალოდ დაკავებულებს კი, წვრილმან ხულიგნობაში ადანაშაულებენ. ისინი მთელი ღამის განმავლობაში წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდნენ.