რუსეთიდან საქართველოში რუსი მოტოციკლისტები არ შემოუშვეს – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რამდენიმე მოტოციკლისტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოტოციკლისტების განმარტებით, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე, ქვეყანაში შესვლაზე უარის მოტივი მათთვის არ უთქვამთ. რუსული მედია მათ მიერ მიწოდებულ ფოტოსაც ავრცელებს, სადაც პასპორტში ქვეყანაში შეშვებაზე უარის დამადასტურებელი ბეჭედიცაა დაფიქსირებული. რესპონდენტების თქმით, მსგავსი პრობლემა დაახლოებით 50 მოტოციკლისტს შეექმნა და მათი ვარაუდით, ასეთი შეზღუდვა მაისის ბოლომდე შეიძლება გაგრძელდეს. რუსული მედია ვარაუდობს, რომ ეს შეზღუდვა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავად, მოტოკლუბ „ღამის მგლების“ საქართველოში დაგეგმილ მოგზაურობას უკავშირდება.
საზოგადოებრივი ინფორმაციის გადასამოწმებლად შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც თემაზე კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება. გუშინ კი, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ „ღამის მგლების“ საქართველოში შემოსვლა არ არის სასურველი.
ზალდოსტანოვი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული პირია. „ღამის მგლები“ საქართველოში 2015 წელსაც გამოჩნდნენ. მაშინ მათი ვიზიტის დროს ქართველმა ბაიკერემა ვაკის პარკთან მორიგეობა მოაწყვეს, სადაც ტრადიციულად, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები იმართება, რათა პარკში „ღამის მგლები“ არ შეეშვათ.