გონიოში, საავტომობილო გზაზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა დღეს დილით მოხდა, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები