ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია დასრულდა. კათოლიკოს პატრიარქმა მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.
”წმინდა გიორგი განსაკუთრებით ახლობელია ჩვენთვის, ყველა ოჯახისთვის. არ არსებობს ისეთი ოჯახი თითქმის საქართველოში, სადაც ერთ ვიღაცას წმინდა გიორგის სახელი არ ერქვას.
მე მახსენდება ჩემი ბავშვობა, ჩემი მამა იყო გიორგი და გიორგობა რომ მოდიოდა, განსაკუთრებული ზეიმი იყო ჩვენ სახლში და პირველი სტუმრები, რომელნიც მოდიოდნენ ჩვენთან იყვნენ მათხოვრები. ჯერ მათხოვრები სხდებოდნენ სუფრასთან და მერე პატივცემული ხალხი. და ეს იყო ზეიმი მთელი ოჯახისა.
საქართველოში 12 მეფე იყო გიორგის სახელით და ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. წმინდა გიორგი განსაკუთრებული შემწე და მფარველია გაჭირვებული ხალხის“, – აღნიშნა პატრიარქმა.
მისივე თქმით, საქართველოში 12 მეფე იყო, რომელსაც გიორგი ერქვა.
”კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. წმინდა გიორგი სწრაფად შემწე და დამხმარეა ყოველი გაჭირვებული ადამიანის. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი”, – განაცხადა პატრიარქმა.