კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 6 მაისს ვაშინგტონში პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.
მისი თქმით, შეხვედრა ტარიფებსა და აშშ-კანადის ურთიერთობებზე იქნება ფოკუსირებული.
„არსებობს საკითხების ორი ჯგუფი. ერთი მხრივ, ეს არის უშუალო ტარიფები, როგორც სექტორული, ასევე ე.წ. ორმხრივი და ფენტანილის ტარიფები, ხოლო მეორე მხრივ, უფრო ფართო ურთიერთობები. ასე რომ, [შეხვედრა] ორივე ჯგუფის საკითხის განხილვას დაეთმობა. ვნახოთ, როგორ წარიმართება პროგრესი“, – აღნიშნა კანადის პრემიერ-მინისტრმა.
კომენტარები