რუსეთი ნატოსთვის მნიშვნელოვან საფრთხეს არ წარმოადგენს, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯორჯე სიმიონმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
მისი თქმით, რუსეთს არ აქვს საკმარისი პოტენციალი იმისთვის, რომ მსოფლიოს უდიდეს სამხედრო ალიანსს დაუპირისპირდეს, მთავარ საფრთხეს კი რუმინეთის, პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნებისთვის არა რუსეთი, არამედ თავად ნატოს დაშლა წარმოადგენს.
„რუსეთს არ აქვს პოტენციალი წარმოადგენდეს მნიშვნელოვან საფრთხეს მსოფლიო უდიდესი სამხედრო ალიანსისთვის, ამიტომაც ერთადერთი საფრთხე ნატოს პოტენციური დაშლაა. რუმინეთისთვის, პოლონეთისთვის, ბალტიის ქვეყნებისთვის ეს წარმოადგენს მთავარ საფრთხეს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ნატოს ერთიანობაზე და უნდა შევინარჩუნოთ ის როგორც თავდაცვითი ალიანსი. არიან ისეთებიც, რომლებსაც სურთ ორი გეოპოლიტიკური ბლოკის, დაპირისპირებული ბლოკების შექმნაც კი -ევროკავშირის და აშშ-ის“, – განაცხადა სიმიონმა.