დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი იყო ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში, თუ როგორ ექცეოდა ეს სადისტური რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს, არ ინდობდა აბსოლუტურად არავის, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებაში მსგავსი სადისტური რეჟიმი აღარასდროს უნდა მოვიდეს.
„ჩვენ გვახსოვს ეს შემაძრწუნებელი კადრები ვალერი გელაშვილის ცემის. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ კარგად უნდა გაიაზროს თუ რა პირობებში უწევდა 2012 წლამდე ჩვენს ქვეყანას ცხოვრება და რა მძიმე არის ის მემკვიდრეობა, რომელიც ამ კუთხით დატოვა სააკაშვილის რეჟიმმა. მსგავსი სადისტური რეჟიმის ხელისუფლებაში მოსვლა საქართველოში აღარასოდეს უნდა განმეორდეს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით დღეს ვალერი გელაშვილს, გოჩა კაკოიშვილსა და ბესიკ დანელიას მოუსმენენ.