ქართული ენის გაუქმებით ნაცმოძრაობამ 2005 წელს ბრძოლა გამოუცხადა არა მხოლოდ ქართულ ენას, არამედ ქართულ იდენტობას, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა.
„ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათ თავის დროზე არა მხოლოდ ქართული ენა გააუქმეს, არამედ გააუქმეს ქართულ ენასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინსტიტუციური მოწყობა. ის ინიციატივა, რომელიც პარლამენტში დადგა, რა თქმა უნდა ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან იქნება მხარდაჭერილი, კომიტეტი განიხილავს და უკვე საბაკალავრო სწავლებაზე იქნება სავალდებულო ქართული ენის სწავლა“, – აღნიშნა ლაშხმა.
კომენტარები