აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ლგბტ თემის ჯანდაცვის კვლევის მიმართულებით 800 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტები გააუქმა. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატების ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტში ჯამში, 669 გრანტის დაფინანსება შეწყდა და აქედან ნახევარი სწორედ ლგბტ პირთა სპეციფიკური სამედიცინო საჭიროებების კვლევებზე იყო მიმართული.
ამერიკის ჯანდაცვის ორგანომ კვლევებზე მომუშავე მეცნიერებს განუმარტა, რომ აღნიშნული პრობლემები სააგენტოსთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს.
კომენტარები