უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უნგრელი ხალხის აზრი არც კიევში მყოფი პრეზიდენტის და არც ბრიუსელის ბიუროკრატების გადასაწყვეტი არ არის.
ორბანმა ამ განცხადებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას უპასუხა, რომელმაც, თავის მხრივ, უნგრეთის პრემიერი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ხელის შეშლის გამო უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.
ორბანმა ზელენსკის შეახსენა, რომ უნგრეთის თანხმობის გარეშე უკრაინა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.
კომენტარები