ისრაელის მთავრობის ოფიციალურმა პირმა The Times of Israel-ს განუცხადა, რომ ისრაელის საზოგადოება უახლოეს მომავალში იხილავს, რა გადაწყვეტილება მიიღო ისრაელმა იემენზე პირდაპირი თავდასხმის თაობაზე.
გუშინ იემენელმა ჰუსიტებმა ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, რომელიც ბენ გურიონის აეროპორტს მოხვდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ხოლო საჰაერო მიმოსვლა შეწყდა.
ისრაელმა შეწყვიტა იემენზე პირდაპირი დარტყმები მას შემდეგ, რაც აშშ-მა ჰუსიტების წინააღმდეგ კამპანია დაიწყო.
კომენტარები