ევროკავშირმა ისრაელს თავშეკავებისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის უსაფრთხოების კაბინეტმა ღაზაში გაფართოებული სამხედრო ოპერაცია დაამტკიცა.
„ევროკავშირი შეშფოთებულია ღაზაში ისრაელის ძალების მიერ ოპერაციის დაგეგმილი გაფართოებით, რაც გამოიწვევს პალესტინელი მოსახლეობის შემდგომ მსხვერპლსა და ტანჯვას. ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს, გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება“, – განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა.
მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზაში ახალი შეტევა იქნება ინტენსიური სამხედრო ოპერაცია, რომელიც მიზნად „ჰამასის“ დამარცხებას ისახავს.
კომენტარები