აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს 30-დღიანი ცეცხლის უპირობო შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები გრძელდება. აშშ მოუწოდებს, იდეალურ შემთხვევაში, 30-დღიანი ცეცხლის უპირობო შეწყვეტისკენ. ვიმედოვნებთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის მისაღები რეჟიმი იქნება დაცული და ორივე ქვეყანა პასუხისმგებლობას იკისრებს ამ პირდაპირი მოლაპარაკებების ხელშეუხებლობის დაცვაზე“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ასეთი ზავი არ იქნება დაცული, აშშ და მისი პარტნიორები შემდგომ სანქციებს დააწესებენ.
„როგორც პრეზიდენტი, მე ერთგული დავრჩები რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის უზრუნველყოფის, ევროპელებთან ერთად, და ეს იქნება მყარი მშვიდობა! ცეცხლის შეწყვეტამ საბოლოოდ უნდა მიგვიყვანოს სამშვიდობო შეთანხმების დადებამდე. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიძლება გაკეთდეს და მე ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი ვიქნები“, – დასძინა მან.