რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გამარჯვებული, ჯორჯ სიმიონი უკრაინისგან გაწეული დახმარების კომპენსაციას მოითხოვს.
სიმიონმა განაცხადა, რომ მისი პოზიცია რუსეთის ომთან დაკავშირებით არის „ნეიტრალიტეტი, არა ესკალაცია და არა იარაღის მიწოდება, არამედ ტრამპის პოლიტიკის გაზიარება“.
მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება უკრაინისთვის შემდგომ დახმარებას, ხოლო რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, „საკუთარ მოსახლეობაზე გაამახვილებს ყურადღებას“.
„უკრაინა ვჭირდებით ჩვენ და არა ჩვენ უკრაინა. უკრაინამ პატივი უნდა სცეს უკრაინაში მცხოვრებ რუმინელთა თემს. ჩვენ გვინდა კომპენსაცია რუმინეთის მიერ დღემდე საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის“, – განაცხადა ჯორჯ სიმიონმა.
კომენტარები