თუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეული იქნება, უკრაინა მზად არის, რუსეთთან პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, საუბრის დროს მოკავშირეებმა ტრამპს განუცხადეს, რომ პუტინის მიერ ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმის შემთხვევაში, ევროპული ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებენ.
„როგორც ჩანს, ტრამპი კმაყოფილი იყო იმით, რომ უკრაინამ მიიღო ცეცხლის შეწყვეტა და დათანხმდა რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა წყარომ.
კიდევ ერთმა წყარომ დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მოხარული იყო იმის გაგონებით, რომ როგორც უკრაინა, ისე ევროპა მხარს უჭერდნენ მის წინადადებას.
კომენტარები