რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინას მომავალ კვირას პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა. შესაბამისი განცხადება მან სატელევიზიო მიმართვაში გააკეთა.
პუტინის შეთავაზების მიხედვით, მოლაპარაკებები 15 მაისს, სტამბოლში უნდა გაიმართოს, როგორც ადრე. მან ასევე აღნიშნა, რომ დეტალებზე კვირას თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს გაესაუბრება. მისივე თქმით, რუსეთი უკრაინასთან სერიოზული მოლაპარაკებებისთვის არის მზად.
„ამ მოლაპარაკებების აზრი კონფლიქტის პირველადი მიზეზების აღმოფხვრა, ხანგრძლივი, მყარი ზავის დადებასა და ისტორიულ პერსპექტივაზე გასვლაშია. არ გამოვრიცხავთ, რომ ამ მოლაპარაკებების დროს ახალ ზავზე, ცეცხლის ახალ შეწყვეტასა და რეალურ ზავზე შევძლებთ შეთანხმებას“, – განაცხადა პუტინმა.
კომენტარები