საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პუტინის შეთავაზებას, მოსკოვსა და კიევს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების შესახებ, „პირველ ნაბიჯი, მაგრამ არასაკმარისი“ უწოდა.
„უპირობო ცეცხლის შეწყვეტას არ უნდა უძღოდეს წინ მოლაპარაკებები. პუტინი ეძებს გამოსავალს, მაგრამ სურს დროის მოგება“,- განუცხადა მან ჟურნალისტებს პოლონურ პშემისლში კიევიდან საფრანგეთში დაბრუნებისას.
ცნობისთვის, 10 მაისს ემანუელ მაკრონი იმყოფებოდა „მსურველთა კოალიციის“ სამიტზე უკრაინის დედაქალაქში, სადაც ევროპელმა ლიდერებმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთად მოსკოვისგან 12 მაისიდან 30 დღით უპირობო და სრულ ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობა მოითხოვეს.
კომენტარები