რესპუბლიკელმა სენატორმა ბენ კლაინმა წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივა სახელწოდებით „უცხოელი აგენტების გამჭვირვალობის აქტი“, რომელიც წარსულში უცხო ქვეყნების ინტერესებში მოქმედ პირებს დარეგისტრირებას დაავალდებულებს.
ამის საწინდარი კი კოლუმბიის ოლქის სასამართლოს მოსამართლის განაჩენი გახდა, რომელმაც დაადგინა, რომ შეუძლებელია უცხოელი აგენტის პასუხისმგებლობაში მიცემა იმის გამო რომ ის FARA-ში არ დარეგისტრირდა, რადგან სარჩელის შეტანის დროს მან ჩინეთის მთავრობის სასარგებლოდ მუშაობა შეწყვიტა. ბევრი ამერიკელი კანონმდებლისთვის ეს შემაშფოთებელი პრეცედენტი გახდა, რადგან გამოდის, რომ დაურეგისტრირებელ აგენტს შეუძლია უბრალოდ დაასრულოს თავისი საქმიანობა, თავი აარიდოს რეგისტრაციას და ამის გამო არ დაისაჯოს.
„კონგრესმა მტკიცე ზომები უნდა მიიღოს, იმისთვის, რომ FARA-ს მისი თავდაპირველი და უმნიშვნელოვანესი მნიშვნელობა დაუბრუნოს, განსაკუთრებით ამ განჩინების შემდეგ, რომელმაც კანონი დაასუსტა“, – განუცხადა კლაინმა გამოცემა Breitbart News-ს.
კანონპროექტის თანასპონსორები არიან როგორც რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი კონგრესმენები.