საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიერ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისათვის წყლის შესხმის ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, ეს არის ტრენინგებზე ნასწავლი ილეთი, იმისათვის, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ სასამართლოსი.
„კონტექსტია – პოლიციელის სილის გაწვნა, მოსამართლისთვის წყლის შესხმა, თავისით კი არ შვრებიან ამას?! დარწმუნებული ვარ მაგალითად მე პირადად, რომ ეს არის ტრენინგებზე ნასწავლი ილეთები, იმისათვის, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ სხვადასხვა ინსტიტუტების, სასამართლოსი, პოლიციის. ეს შემთხვევით არ ხდება, ეს არის დისკრედიტაციის ნაწილი, რომელიც ისწავლება აკერმანის სახელმძღვანელოებში, ისწავლება სხვადასხვა სახელმძღვანელოებში, რომლითაც ისინი ცდილობენ მაიდნების მოწყობას, რაც საქართველოში საბედნიეროდ არ გამოსდით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.