ისრაელის სამხედრო ძალებმა დაადასტურეს, რომ „ჰამასის“ სამხედრო ლიდერი მუჰამედ სინვარი მოკლეს.
როგორც „გარდიანი“ წერს, ისრაელის სამხედრო ძალებმა ჰამასის სამხედრო ლიდერი მუჰამედ სინვარი 13 მაისს მოკლეს.
მანამდე, მედიაში გავრცელებული ცნობებით, სინვარი ხან იუნისში ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ მიწისქვეშა გვირაბზე განხორციელებული დარტყმის შედეგად იქნა მოკლული. მუჰამედ სინვარი „ჰამასის“ ლიდერი მას შემდეგ გახდა, რაც 2024 წლის ოქტომბერში ისრაელმა მისი უფროსი ძმა იაჰია სინვარი მოკლა.
ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მუჰამედ სინვართან ერთად მოკლულია „ჰამასის“ მაღალი რანგის რამდენიმე პირი.
კომენტარები