მოდელებმა ჯიჯი და ბელა ჰადიდებმა გამოცემა Daily Mail-ს განუცხადეს, რომ გაიცნეს საკუთარი და, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი იცოდნენ.
23 წლის აიდან ნიქსი მათი მამის, პალესტინელ-ამერიკელი დეველოპერის მოჰამედ ჰადიდის უკანონო შვილია. აიდანი ფლორიდაში, ჰადიდისა და ტერი ჰეთფილდ დალის ხანმოკლე რომანის შემდეგ დაიბადა. ეს ურთიერთობა დაიწყო მას შემდეგ, რაც ჰადიდი 2001 წელს ჯიჯისა და ბელას დედას – იოლანდას დაშორდა.
როდესაც აიდანი 19 წლის იყო, დაიღუპა კაცი, რომელიც ის მამად მიაჩნდა. ამის შემდეგ გოგონამ დნმ-ტესტი ჩაიტარა, რომელმაც ჰადიდების ოჯახთან მისი კავშირი დაადასტურა. 2023 წლის ბოლოს, როდესაც აიდანი სასწავლო გაცვლითი პროგრამით პარიზში სწავლობდა, ის პირველად დაუკავშირდა ჯიჯის და ბელას. მოდელებმა აიდანი ოჯახის წევრად მიიღეს.
„აიდანი ოჯახის ყველა წევრს შეხვდა, მათ შორის მამასაც. ბედნიერები ვართ, რომ ის ახლა ჩვენთან არის,“ – განაცხადეს დებმა ერთობლივ განცხადებაში.
აიდანმა ცოტა ხნის წინ დაამთავრა ნიუ-იორკის დიზაინის სკოლა Parsons-ი და მუშაობა მოდის სფეროში დაიწყო.