რა მოხდა საფრანგეთის პრეზიდენტის ბორტზე – ამ კითხვას მეტ-ნაკლებად პასუხი გაეცა, მაგრამ ამ დრომდე არ წყდება მსჯელობა.
ელისეის სასახლეს მოუხდა იმის აღიარება, რომ კადრები ნამდვილია. თავდაპირველად კი ისინი ამ ვიდეოკადრების ავთენტურობას უარყოფდნენ.
„მე და ჩემი მეუღლე ვხუმრობდით და ეს ლამის გლობალურ კატასტროფად იქცა,“ – ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას მასა და ბრიჯიტ მაკრონს შორის ინციდენტის შესახებ.
კადრები, რომელსაც მსოფლიო მედია ტირაჟირებს, საფრანგეთის პრეზიდენტის და პირველი ლედის ვიეტნამში ჩასვლის დროს რამდენიმე საერთაშორისო მედია-საშუალების კამერამ გადაიღო. შორი მანძილიდან გადაღებული კადრებით იქმნება შთაბეჭდილება, რომ მეუღლემ პრეზიდენტს სახეში ხელი გაარტყა
სკანდალური რეისი
▪️რა მოხდა საფრანგეთის პრეზიდენტის ბორტზე ლეო სიხარულიძე გიამბობთ
#იმედისკვირაPosted by იმედის კვირა /Imedis Kvira on Sunday, June 1, 2025