უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის აეროდრომებზე განხორციელებული შეტევის დეტალები გაამხილა. ოპერაცია „ობობას ქსელზე“ მან ტრადიციულ ღამის მიმართვაში ისაუბრა.
„თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს აბსოლუტურად უნიკალური ოპერაცია იყო. ყველაზე საინტერესო – და უკვე საჯაროდ შეიძლება ითქვას – ჩვენი ოპერაციის ოფისი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა, პირდაპირ „ეფ ეს ბეს“ სამმართველოს გვერდით, მათ ერთ-ერთ ოლქში. ოპერაციაში სულ 117 დრონი გამოიყენეს და შესაბამისი რაოდენობის დრონების ოპერატორი მუშაობდა. დაზიანდა სტრატეგიული კრეისერული რაკეტების მატარებელთა 34% ბაზირების აეროდრომებზე. ჩვენი ხალხი მოქმედებდა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, 3 საათობრივ ზონაში. ჩვენი ადამიანები ოპერაციამდე რუსეთის ტერიტორიიდან გამოვიყვანეთ. ისინი, ვინც დაგვეხმარნენ, ახლა უსაფრთხოდ არიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
დრონებით თავდასხმა რუსეთის სამხედრო აეროპორტებზე გუშინ განხორციელდა. უკრაინული მხარე 40 განადგურებული ბომბდამშენზე საუბრობს, რუსეთში კი მომხდარს „ტერაქტი“ უწოდეს.