პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე განსახილველი საკითხია ყინწვისის სპეცოპერაციის სახელით ცნობილი სისხლის სამართლის საქმე. სხდომაზე მიწვეულნი არიან ზაზა გვიმრაძე და ნიკოლოზ გოგუაძე.
2011 წლის 26 მაისს ყინწვისის მონასტერთან 24 ადამიანი დააკავეს. მათ სააკაშვილის რეჟიმი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ედავებოდა. მსჯავრდებულები აცხადებდნენ, რომ წამებითა და იძულებით, მათ შორის, ოჯახის წევრებზე მუქარით აღიარებინეს არჩადენილი დანაშაული.
საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტი. ევროპულმა სასამართლომ მაშინ დაწერა, რომ წინა ხელისუფლების დროს, 2011 წელს გამოძიებამ არც ერთი საგამოძიებო მოქმედება სათანადოდ არ ჩაატარა.
კომენტარები