აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო რუს ხალხს რუსეთის დღეს ულოცავს. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„ამერიკელი ხალხის სახელით მსურს რუს ხალხს რუსეთის დღე მივულოცო. შეერთებული შტატები რუსი ხალხის მხარდაჭერას ნათელი მომავლის შენების გზაზე განაგრძობს“, – აღნიშნულია რუბიოს მისალოც წერილში.
ამასთან ერთად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი წერს, რომ შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის კონსტრუქციულ ურთიერთობას რუსეთის ფედერაციასთან რუსეთსა და უკრაინას შორის მყარი მშვიდობის დამყარების მიზნით.
კომენტარები