ირანმა რაკეტები და სხვა სამხედრო ტექნიკა მოამზადა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ბაზებზე თავდასხმისთვის, თუ აშშ ირანის წინააღმდეგ ომში ჩაერთვება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
სხვა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის დანაღმვა დაიწყოს.
ორი ირანელი ოფიციალური პირის განცხადებით, თუ ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელის ომში ჩაერთვება, ირანი თავს დაესხმება აშშ-ის ბაზებს ახლო აღმოსავლეთში, დაწყებული ერაყში მდებარე ბაზებით.
ირანი ასევე დაესხმება თავს არაბულ ქვეყნებში განთავსებულ ნებისმიერ ამერიკულ ბაზას.
კომენტარები