მხარი დაუჭირეთ ჟურნალისტებს და არა საზღვარგარეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც მხოლოდ რეჟიმის შეცვლა სურთ, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, პეტრ ბისტრონმა.
„ევროპარლამენტი მხარს უჭერს სიტყვის თავისუფლებასა და NGO აქტივისტს, რომელიც თავს დაესხა პოლიციის ოფიცერს [საქართველოში] და ახლა დაპატიმრებულია. თუ მართლა გაინტერესებთ სიტყვის თავისუფლება და დაპატიმრებული დამოუკიდებელი ჟურნალისტები, შეხედეთ, თუ რა ხდება ევროკავშირში. მაგალითად, დევიდ ბენდელსი გერმანიაში, რომელიც 7 თვით დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მან გააზიარა მემი, რომელიც დასცინოდა მისი გერმანიის მთავრობის „სიძულვილს“ სიტყვის თავისუფლების მიმართ. ეს არის სიტყვის თავისუფლების მდგომარეობა აქ, ევროკავშირში. მხარი დაუჭირეთ ჟურნალისტებს და არა საზღვარგარეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც მხოლოდ რეჟიმის შეცვლა სურთ“, – დასძინა მან.