მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია აღარ არის საქართველოს ხელისუფლების ეფექტური კონტროლის ქვეშ, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით. მისი თქმით, მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს კითხვას – რა იყო გიორგი გახარიას მოტივაცია, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღო.
„ასევე მივიღეთ მოცემულობა, რომ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის შეიქმნა მთელი რიგი დამატებითი ყოფითი პრობლემები. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს კითხვას – თუ რა მოტივაციით მოქმედებდა ბატონი გახარია დამოუკიდებლად თვითნებურად, როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებდა“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.
კომენტარები