როდესაც ადამიანი აგენტია, აგენტს არაფერს ეკითხებიან, აგენტს დავალებას აძლევენ, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას.
„ჩვენ გვყავს ბარიერგადალახული 4 პარტია: ძველი „ნაცები“, ახალი „ნაცები“ ლელო ნაცები“ და გახარიელი „ნაცები“. ახლა, ისევ გარედან მიღებული დავალების შესაბამისად ცდილობენ, რომ რამენაირად საზოგადოებაში აღქმა გააჩინონ, რომ ძველი და ახალი „ნაცები“ „ლელო ნაცებსა“ და გახარია „ნაცებს“ ეწინააღმდეგებიან. ეს არავინ დაიჯეროს, ამათ პირდაპირი თანხვედრა აქვთ“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ოქტომბრის პირველ შაბათს – 4 ოქტომბერს გაიმართება.
კომენტარები