ეროვნული თავდაცვის აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარიზაციის, საკანდიდატო კურსზე მსმენელების მოზიდვის და აკადემიის შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელებმა ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების თავშეყრის ადგილებში გაავრცელეს აკადემიის და საკანდიდატო კურსის შესახებ საინფორმაციო-სარეკლამო ბუკლეტები.
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საკანადიდატო კურსზე საბუთების მიღება მიმდინარეობს. აღნიშნულ კურსზე ჩასარიცხმა კანდიდატებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ 2025 წლის 26 ივნისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი.
კურსზე მიიღებიან:
➤ უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის აღრიცხვაზე და არ შესრულებიათ 27 წელი.
➤ ქალები, რომლებიც არ იმყოფებიან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის აღრიცხვაზე;
➤ უმაღლესი განათლების მქონე, რეზერვში (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები) მყოფი საქართველოს მოქალაქეები 30 წლის ჩათვლით;
➤ უმაღლესი განათლების მქონე, პროფესიულ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მყოფი (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები) საქართველოს მოქალაქეები 30 წლის ჩათვლით;
➤ სამედიცინო განათლების და ექიმის შესაბამისი სერტიფიკატის მქონე პირები 35 წლის ჩათვლით.
➤ უმაღლესი განათლების მქონე ეროვნული გვარდიის ტერიტორიულ რეზერვში მყოფი (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები) საქართველოს მოქალაქეები 30 წლის ჩათვლით;
: https://eta.edu.ge/ge/page/109/gaxdi-msmeneli
საკონტაქტო ინფორმაცია:
: jotc@eta.edu.ge;
: 577 39 01 94; 599 90 15 61;
: გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კმ;
სამუშაო საათები:
ორშაბათი-ხუთშაბათი 09:00 -17:00 სთ; პარასკევი 09:00-15:00 სთ.