არცერთ ქვეყანას არ ჰქონდა უნარი, გაეკეთებინა ის, რაც შეერთებულმა შტატებმა გააკეთა, – ასე აფასებს ისრაელის პრემიერ მინისტრი შეერთებული შტატების მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვას და დონალდ ტრამპს მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის. როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, თეთრი სახლის ლიდერის ეს გადაწყვეტილება ისტორიას შეცვლის.
„პრეზიდენტი ტრამპი და მე ხშირად ვამბობთ: „მშვიდობა ძალის გზით“. ჯერ მოდის ძალა და შემდეგ მოდის მშვიდობა. დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა და აშშ-მა იმოქმედეს დიდი ძალით. გილოცავთ, პრეზიდენტო ტრამპ, თქვენი თამამი გადაწყვეტილება, სამიზნეში ამოიღოთ ირანის ბირთვული ობიექტები, შეერთებული შტატების გასაოცარი და მართალი ძალით შეცვლის ისტორიას. შეერთებულმა შტატებმა გააკეთა ის, რაც მსოფლიოს არცერთ სხვა ქვეყანას არ შეუძლია“, – აღნიშნავს ნეთანიაჰუ.