შეერთებული შტატების იერიშები, საერთაშორისო სამართლის დარღვევა არ იყო, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, ჰააგაში ნატოს სამიტის წინ. მარკ რუტეს თქმით, მისი ყველაზე დიდი შიში ისაა, რომ ირანს ბირთვული იარაღი ექნება.
„მოკავშირეები თანხმდებიან, რომ ირანმა არ უნდა შექმნას ბირთვული იარაღი. ჩვენ სისტემატურად მოვუწოდებდით ირანს, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმების მიხედვით აღებული ვალდებულების შესრულებისკენ. ნატო აცხადებს, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს, ამიტომაც არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ შეერთებული შტატების დარტყმები, საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგებოდა“, – განაცხადა რუტემ.
კომენტარები