ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალმა“) ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტის გაშვება დააფიქსირა. ინფორმაციას „ცაჰალი“ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
სამხედროების განცხადებით, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა ირანიდან გაშვებული რაკეტები ჩამოაგდონ. ზურგის სარდლობა მოსახლეობას თავშესაფარში შესვლისკენ მოუწოდებს.
ისრაელური მედია, თავის მხრივ, იუწყება, რომ ირანმა მიზანში ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილი, კერძოდ ქალაქი ჰაიფა ამოიღო.
ცნობისთვის გვიან ღამით აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის სრულად შეთანხმებულია, რომ იქნება სრული და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა 12 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ომი დასრულებულად ჩაითვლება. მოგვიანებით, ირანი და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტას ოფიციალურად დათანხმდნენ.