რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა,დაშავებულია 170-ზე მეტი ადამიანი. ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.
25 ივნისი დნეპროპეტროვსკში გლოვის დღედ გამოცხადდა.
დაბომბვის შედეგად, დაზიანებულია 19 სკოლა, ათი საბავშვო ბაღი, საერთო საცხოვრებელი, გიმნაზია, ადმინისტრაციული შენობა, ქალაქის რვა საავადმყოფო და პოლიკლინიკა.
თავდასხმის შედეგად დაზიანდა მატარებელი, რომელიც ოდესა-ზაპოროჟიეს მიმართულებით მოძრაობდა.
ამასთან, რუსეთის მიერ ქალაქ სამარის დაბომბვის შედეგად დაღუპულია ორი, ხოლო დაშავებულია, სულ მცირე, სამი ადამიანი.
კომენტარები