შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, პოლიციის გენერალი ზურაბ ჩხაიძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაკები პროფესიულ დღესასწაულს ადრე 10 ნოემბერს ავღნიშნავდით ხოლმე.მერე ახალი ცხოვრება, რომ დაიწყო ”ვარდოსნებმა” 6 მაისი დააწესეს.შემდეგ იყო 19 მაისი და ბოლოს 30 მაისი. ერთხელ მეც მერგო პატივი ქ. ბათუმში დავსწრებოდი ამ ზეიმს.წელს ვერ გამოვთვალე როდის უნდა მომელოცა და ერთმა ფეის მეგობარმა შემახსენა თავისი გულთბილი მოლოცვით.მადლობა მას! მე კი ისღა დამრჩენია ამ საზეიმო წუთებში მივულოცო ყველა ღირსეულ მოქმედ პოლიციელს და ვეტერანს, მათ შორის ხელოვნურად ”გავეტერანებულებს,”რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანი ცხოვრების დამკვიდრებაში.გავიხსენო და პატივი მივაგო დამნაშავეთა სამყაროსთან და საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული კოლეგების ხსოვნას და ერთი პატარა ინტერვიუთი დაგაბრუნოთ ახლო წარსულში, რომელსაც ახლავე შემოგთავაზებთ!”-წერს ზურაბ ჩხაიძე სოციალურ ქსელში.