სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრ SOCIS-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები რომ ტარდებოდეს, უკრაინელთა უმეტესობა პირველ ტურში ხმას მოქმედ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ბრიტანეთში უკრაინის ელჩს, ვალერი ზალუჟნის მისცემდა.
გამოკითხულთა 21.8% ხმას ზელენსკის მისცემდა, ხოლო 19.6% – ზალუჟნის.
აღსანიშნავია, რომ რესპონდენტთა დიდი ნაწილი (24.7%) ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია.
მეორე ტურში SOCIS-ის გამოკითხვამ ზალუჟნის გამარჯვება აჩვენა. ის ხმების 41.4%-ს მიიღებდა. ზელენსკი ხმების 27%-ს მიიღებდა, ხოლო რესპონდენტთა 15.7% ორივე კანდიდატის წინააღმდეგ მისცემდა
კომენტარები