თეთრი სახლის სპიკერის, კაროლინ ლევიტის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებების კონკრეტული თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის.
როგორც ლევიტმა აღნიშნა, შეხვედრის მოსამზადებლად მუშაობა მიმდინარეობს.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისა და ირანის წარმომადგენლები ერთმანეთს მომავალ კვირას შეხვდებიან.
„ამ მომენტისთვის არაფერი გვაქვს დაგეგმილი. განვაგრძობთ მჭიდრო კომუნიკაციას ირანთან და შუამავალ ქვეყნებთან, მათ შორის კატარის წარმომადგენლებთან. ჩვენ გვაქვს კონტაქტი და თუ შეხვედრა იქნება, შეგატყობინებთ“, – თქვა ლევიტმა.
კომენტარები