რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინის გარშემო არსებული სიტუაციის მოგვარება არც ისე ადვილია, როგორც გარედან ჩანს.
მისი თქმით, აშშ-ის ლიდერის დონალდ ტრამპის სიტყვები, პრობლემაში ჩაღრმავების შემდეგ, კიდევ ერთხელ ადასტურებს ამას.
რუსეთის ლიდერმა ტრამპის მცდელობებს, უკრაინაში სიტუაციის მოსაგვარებლად, გულწრფელი უწოდა.
„მან ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ეს უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე გარედან წარმოედგინა. ასეცაა. აქაც არაფერია განსაკუთრებული. ერთი საქმეა – გარედან ყურება, მეორე კი – პრობლემაში ჩაღრმავება“, – აღნიშნა პუტინმა.
კომენტარები