აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის სიტყვები მისთვის „ძალიან სასიამოვნო“ იყო.
პუტინმა მანამდე თეთრი სახლის მეთაურის ძალისხმევა შეაფასა უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარების კუთხით.
„ვლადიმირ პუტინმა დღეს ძალიან სასიამოვნო განცხადება გააკეთა. ნახეთ, ის კვლავ პატივს სცემს ჩვენს ქვეყანას. ის ერთი წლის წინ არ სცემდა პატივს [ჩვენს ქვეყანას]“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს თეთრ სახლში.
მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მადლიერია ტრამპის უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარების ძალისხმევისთვის. მისი თქმით, ტრამპი „გულწრფელად ისწრაფვის უკრაინის საკითხის მოგვარებისკენ“.
კომენტარები