სომხეთში შირაქის მხარის ეპისკოპოსი, მიქაელ აჯაპაიანი, რომელსაც ბრალად სომხეთის ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობა ედება, დააკავეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობების თანახმად, მოსამართლემ მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდა. მღვდელმთავრის ადვოკატები სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებაში ადანაშაულებენ.
ცნობისთვის, გუშინ სომხეთის უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ეჩმიაძინის საკათალიკოსოში აჯაპაიანის დასაკავებლად მივიდნენ, თუმცა ადგილზე შეკრებილმა მრევლმა მათ ამის საშუალება არ მისცა, მოგვიანებით შსს-მ განცხადება გაავრცელა და ეპისკოპოსს ჩაბარებისკენ მოუწოდა. მიქაელ აჯაპაიანი შემოთავაზებას დათანხმდა და საკუთარი ფეხით მივიდა ახლო მდებარე პოლიციის განყოფილებაში.
კომენტარები