ოპოზიციის ე.წ. ერთობა ხელოვნური იყო, მათ პატრონებმა რაღაც საკითხებში გაერთიანება დააძალეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილის მიმართ რა გამონათქვამები ჰქონდათ, კარგად გახსოვთ. ასეთი გამონათქვამების შემდეგ არათუ ერთობა, არამედ დიალოგიც შეუძლებელი უნდა იყოს, მაგრამ მათ ერთობა ძალით გააკეთებინეს. მართალია, ერთმანეთის მიმართ უზრდელურ და არაკორექტულ სიტყვებს აღარ იყენებენ, მაგრამ არ მგონია, შულერიც კარგი მახასიათებელი იყოს პოლიტიკური პარტნიორისთვის. ახალს არაფერს ვხედავთ, იმ ბუნებრივ პროცესს ვუყურებთ, რაც შიგნით არის შექმნილი. ეს არის – ერთმანეთის აუტანლობა და ეგოიზმი, რასაც ერთმანეთის მიმართ და ქვეყნის წინააღმდეგ ავლენენ“,- განაცხადა შარმანაშვილმა.
კომენტარები